სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი მედდა

აღწერა

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია. კლინიკა "მედის" პრიორიტეტები: ** საუკეთესო მომსახურება ** კვალიფიციური ექიმები ** უახლესი ტექნოლოგიები ** მუდმივი განვითარება ** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი მედდის პოზიციაზე. მდებარეობა - თბილისი; ანაზღაურება - საათობრივი + დანამატი, თვიურად 1300-1400 ლარი net; გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-19:00 საათამდე; ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ექიმის ასისტირება; ** სტომატოლოგიურ განყოფილებაში კაბინეტების სისუფთავის შემოწმება; ** კაბინეტების მასალებით და ინსტრუმენტებით მომარაგება; ** შეკვეთების გაკეთება, ნაშთების დათვლა კაბინეტებში და საჭირო მასალის შეკვეთა; ** სტომატოლოგიური დანადგარების ცოდნა; ** აპარატის ან სხვა ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება; ** მედდების სამუშაო გრაფიკების შედგენა და განაწილება; ** ყოველი თვის ბოლოს მედდების ნამუშევარი საათების მიწოდება მთავარი მედდისთვის. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** დისციპლინირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** სამედიცინო განათლება; ** მედდის დიპლომი; ** სასურველია გამოცდილება. ჩვენთან მუშაობის უპირატესობები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** საჩუქრები დაბადების დღეზე; ** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე; ** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 1 ივნისამდე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სანიტარი
კლინიკა მედი
თბილისი 750₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


კლინიკა მედი

ანაზღაურება


1,300₾ -1,400₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო