საწვავის აღრიცხვის სპეციალისტი

აღწერა

საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოების და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ გრუპის" სავიზიტო ბარათია. სამუშაო პირობები: სახელფასო რეინჯი - 1500-2000 სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ ადგილმდებარეობა - თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** აღრიცხვის დოკუმენტაციის დროული მობილიზაცია; ** საწვავის ჩამსხმელი ოპერატორებისგან შემოსული ტაბელების პროგრამაში გატარება; ** გახარჯული საწვავი: ნამუშევარი საათების (time-sheet) და რეისების მოძიება; ** პროექტის მენეჯერებთან, სამუშაოთა მწარმოებლებთან და მძღოლებთან ტაბელების დაზუსტება და მოთხოვნა; ** საწვავის მოდულში მუშაობა: ** GPS-დან ფაილის მომზადება და პროგრამაში ატვირთვა ** ხარჯვის აღრიცხვა (რეისები, time-sheet-ები) ** ასფალტის ქარხნის საწვავის ჩამოწერა ** კომპანიის მფლობელობაში მყოფი ავტომობილებისთვის საწვავის და ავტომობილის რეცხვის კუპონების გაცემა და რეესტრში გატარება. საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების განყოფილების ინფორმირება შეძენის საჭიროების შესახებ ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო სფეროში ** FMG, 1C, ORIS, INFO ან სხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა ჩვენ გთავაზობთ: ** ბონუსს ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ულიმიტო სასაუბრო დროს ** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს ** სწავლის დაფინანსებას ** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჯეუ გრუპი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო