დირექტორი

აღწერა

საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოების და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ გრუპის" სავიზიტო ბარათია. სამუშაო პირობები: სახელფასო რეინჯი - 5000 ლარი სამუშაო საათები- 10:00-19:00 სთ ადგილმდებარეობა - თბილისი. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობა, სტრატეგიული მიზნების დასახვა და დირექტორთა საბჭოსთან დამტკიცება; ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის მოხმარების ანალიზი; ** სტრატეგიულ მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** კომპანიის ბიუჯეტის წარმოება და აღსრულების მონიტორინგი; ** შესყიდვებთან და ფინანსებთან ერთად საინვესტიციო წინადადებების მომზადება და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა; ** მარკეტინგული და ფინანსური რეპორტის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა; ** კომპანიის საქმიანობის ახალი მიმართულებების განვითარების კონცეპტის შემუშავება, გაყიდვების სტიმულირების საბჭოსა და დირექტორთა საბჭოზე გატანა და პროდუქტის განვითარების პროცესის მონიტორინგი; ** წლიური გეგმების დასახვა და შესრულების უზრუნველყოფა-კონტროლი და მათ შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა; ** საოპერაციო პროცესის გამართვა, ბიზნეს პროცესებისა და სამუშაო სქემების ოპტიმიზაცია. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება. ** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება ** ინგლისური ენის ცოდნა. ** Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა. ** ანალიტიკური აზროვნების უნარი. ** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ულიმიტო სასაუბრო დროს ** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს ** სწავლის დაფინანსებას ** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ჯეუ გრუპი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო