სტაჟირება შიდა აუდიტის სამსახურში

აღწერა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით, "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10 000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/ სს "ნიკორა" აცხადებს სტაჟირებას შიდა აუდიტის სამსახურში. გრაფიკი: ორშ-პარ. 09:00-18:00 საათამდე, 1 საათი შესვენება, (სტუდენტებს სწავლასთან დაკავშირებით ექნებათ ხელშეწყობა კომპანიის მხრიდან); ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში : 650 ლარი (Gross). სტაჟირების პერიოდში თქვენ შეისწავლით და მიიღებთ მონაწილეობას: ** შიდა აუდიტის პროექტებში ჰოლდინგის მასშტაბით; ** თუ როგორ ხდება რეკომენდაციების შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგი; ** თუ როგორ ხდება შიდა აუდიტის რეპორტების მომზადება ; ** ჩაერთვებით როგორც ფინანსურ ასევე პროცესუალურ აუდიტში; სტაჟირებაზე მოსახვედრად საჭიროა: ** სწავლობდეთ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულების დამამთავრებელ კურსზე; ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** განვითარებაზე ორიენტირებული ** ანალიტიკური აზროვნება ** ვერბალური და წერითი უნარები ** პრეზენტაბელური ** დარწმუნების უნარი თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი. სს "ნიკორა" გისურვებთ წარმატებას.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ნიკორა

ანაზღაურება


650₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო