ავტო სესხების რისკების ოფიცერი - სტაჟირება

აღწერა

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ საშუალება გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით. ** ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება. ** ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა; ** მომხმარებლის საკრედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ** სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება. ** ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება; ** ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია. ** ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად. ** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; სხვა მოთხოვნები: დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; ** სტაჟირება: 1-2 თვე; ** ანაზღაურება: სტაჟირების დროს 200 ლარი, რის შემდეგაც ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ჯანმრთელობის დაზღვევა და წლიური ბონუსი);; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორი - სტაჟიორი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


სვის კაპიტალი

ანაზღაურება


200₾
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო