ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი - ოპერატორი

აღწერა

"Viaro" აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერის/ოპერატორის თანამდებობაზე. "Viaro" - ავტონაწილების ინოვაციური ციფრული მარკეტი, რომელიც ამარტივებს, ასწრაფებს და ხდის კომფორტულს ავტონაწილების ყიდვის პროცესს. პლატფორმა უზრუნველყოფ დეტალის იდენტიფიცირებას, სწრაფ მიწოდებას, ხარისხის კონტროლს, გარანტიას. ისტორია: სტარტაპი დაარსდა 2019 წლის დასაწყისში, პირველად ინდუსტრიაში მომხმარებელს შევთავაზეთ ახალი და მეორადი ავტონაწილების შეძენა სახლიდან გაუსვლელად, მოვიპოვეთ სხვადასხვა გრანტები (GITA, TBC APP, AMAZON, BDO), მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ პროცესების ავტომატოზირება, მოვიზიდეთ კერძო ინვესტიცია დავიწყეთ აპლიკაციაზე და ვებ საიტზე მუშაობა. შემოუერთდით, სწრაფად მზარდ, ინოვაციურ სტარტაპის გუნდს, სადაც მიიღებთ მონაწილეობას სტარტაპის განვითარებაში და გლობალურ ასპარეზზე პოზიციონირებაში. ფუნქციები: ** აპლიკაციაში მომხმარებელთა მხარდაჭერა და დახმარება; ** მომხმარებელთათვის სერვისის დეტალური გაცნობა და კითხვებზე პასუხების მიწოდება; ** საჭიროებისამებრ, მომხმარებელთან პროაქტიული დაკავშირება და შეკვეთის დეტალების დაზუსტება; ** საწყობებისგან ავტონაწილების შეთავაზებების კონტროლი ადმინ პანელზე; ** საწყობებთან სატელეფონო კომუნიკაცია, მარაგის გადამოწმება; ** მომხმარებლისთვის გარანტიის, ადგილზე მიტანის და სხვ. დამატებითი სერვისების შესახებ ინფორმირება; ** შეკვეთის გაფორმება, შეკვეთის დეტალების აღწერა და შესაბამის დეპარტამენტისთვის გადაცემა აღსრულებისათვის; ** მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის გამოცდილების შექმნა მომსახურებით, მომსახურების სტანდარტების დაცვა; ** პოზიციით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება. მიზანი: შევთავაზოთ თითოეულ მომხმარებელს ავტონაწილი, რომელსაც ეძებს საუკეთესო პირობებით. მოთხოვნები: ** გაყიდვებში გამოცდილება ** ავტონაწილების ცნობა ** ავტონაწილების კატალოგის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა ** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელი უნარები: ** გამართული მეტყველება ** ორგანიზებული ** კომუნიკაბელური ** პუნქტუალური სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი, განისაზღვრება აპლიკანტის უნარებიდან და გამოცდილებიდან. ** 14-21 სამუშო დღემდე ანაზღაურებადი სტაჟირება, ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს ათვისების უნარზე, ** სამუშაო საათები 10:00-19:00 სთ-მდე, კვირაში ორი დღე დასვენება (შაბათ-კვირის გარდა) დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე შესაბამისი სათაურით (Auto Parts Sales Manager - Operator): [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების კონსულტანტი
პრემიქსი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 1 დღეში

დისტრიბუტორი
რეალ მოტორსი
თბილისი 500₾ დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Viaro

ანაზღაურება


1,000₾ -1,500₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო